სოციალური პროექტის რეფლექსია


  სოციალური პროექტი ,, პური ჩვენი არსობისა’
                                                                                                      
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=8038485757186080117#editor/target=page;pageID=8996728728388896954

            რეფლექსია

            სოციალური პროექტის გამოყენების შედეგად მოხდა მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება.
გაუღრმავდათ ცოდნა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ პური ქართველი კაცისთვის ძირითადი საკვები პროდუქტია,  შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, საჭიროა პურის ზომიერი მიღება და არ შეიძლება პურის ნატეხების ნაგავში ჩაყრა. გაარკვიეს როგორ მუშავდება ნიადაგი, როდის ითესება ხორბალი, რა დროა  საჭირო იმისათვის ,რომ ხორბალმა თავთავი გაიკეთოს და დამწიფდეს, როგორ ხდება მოსავლის აღება და გზა წისქვილიდან სუფრამდე.
            მოხდა დასახული მიზნის მიღწევა, ბავშვებს აქვთ უკვე ინფორმაცია ამ უმთავრესი პროდუქტის შესახებ,რომ  უნდა გაუფრთხილდნენ ამ ღმრთისაგან დალოცვილ პროდუქტს.
 ჯერ შეისწავლეს ხორბლისა და პურის ისტორია,იყვნენ ექსკურსიაზე პურის ქარხანაში, საცხობში, თონეში და მაღაზიაში. ბავშვები სახლში დაეხმარნენ  მშობლებს ფქვილის გაცრაში და ცომის მოზელვაში.
              მოსწავლეებმა ისწავლეს თავისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამისი შეფასება და თვითშეფასება. გააკეთეს პრეზენტაციები. ისინი არიან უფრო მოტივირებულები, თამამები.
ინტერვიუები აიღეს პურის მცხობელებისაგან, ვიზუალურად ნახეს ცომის მოზელვის, გამოცხობის პროცესი. მიიღეს დამატებითი ინფორმაციები იმის შესახებ, თუ როგორ იქცა ხორბალი უმაღლეს ფქვილად.
              პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო მშობლების გარეშე, ამიტომ მშომლებიც ჩაერთვნენ  ამ პროცესში. თავიანთ შვილებთან ერთად გააკეთეს პლაკატები ,,ხორბლის ისტორია’’ და ,,პურის ისტორია.’’
               პროექტის მიმდინარეობისას რაც არ განხორციელდა- იყო  ჯეჯილი, რომელიც არ ამოვიდა. ეტყობა არ მოხდა მისი სწორად დათესვა, რის გამოც ბავშვებს გული დასწყდათ.
                   პროექტზე მუშაობამ ბევრი რამ მისცა ბავშვებს.ისინი დიდი ინტერესით და მონდომებით ასრულებდნენ ყველა დავალებას. პროქტის დამთავრების შემდეგ გამოთქვეს
სურვილი  შემდეგ კლასში გააგრძელონ მუშაობა.  თემა უკვე აირჩიეს.





         



No comments:

Post a Comment